ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში საქმიანი კლიმატი უმჯობესდება

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაკვები დანამატების მწარმოებელი საწარმო თბილისში
საკვები დანამატების მწარმოებელი საწარმო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ბიზნესი პანდემიას მოერგო – ქართველი მეწარმეები, მიუხედავად ყველა არსებული პრობლემისა, ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქართველოში საქმიანი კლიმატიც უმჯობესდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს შეიქმნა და ის ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს, მათ შორის ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, გასამართ სადგურებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე სუპერმარკეტების ქსელებს.
BAG-ის 2021 წლის მესამე კვარტლის ინდექსის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავაინთი მიმდინარე სიტუაცია და მოლოდინები შემდეგ ექვს თვეში.
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
ექსპორტი საქართველოდან კვლავ იზრდება: ხელისუფლების პროგნოზი
ამავდროულად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე საქმიანი განწყობა მხოლოდ მცირედ დაეცა და კვლავ შესამჩნევად პოზიტიურია. ეს შეფასება მეტყველებს, რომ ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია, მიუხედავად ეკონომიკური აქტიურობის მცირე შენელებისა და პანდემიის მომდევნო ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგებისა.
დადებითი დინამიკა, რომელიც წინა კვარტლებში შეზღუდვების მოხსნის შედეგად დაიწყო, მესამე კვარტალში გრძელდება. BAG-ში აღნიშნავენ, რომ მესამე კვარტლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილ გარემოებებთან ბიზნესის ადაპტაციას და ეკონომიკის გამოცოცხლებას.
კვლევის თანახმად, ბიზნესის სფერო მკვეთრ გაუარესებას აღარ ელოდება, ეს ნიშნავს, რომ, გასული წლისგან განსხვავებით, პანდემიის ნეგატიური გავლენა შემცირდა.
კომპანიის კვლევაში BAG-ის წევრები ოთხ სექტორად არიან დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ეკონომიკური ზრდა საქართველოში – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის, გარდა მრეწველობისა. გაუარესების მიუხედავად, ამ დარგში მომუშავე გამოკითხული კომპანიები მიმდინარე ვითარებას დადებითად აფასებენ.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, კომპანიები პესიმისტურად არიან განწყობილი.
მეწარმეებმა ყველაზე დადებითი შეფასება ვაჭრობის სექტორს მისცეს. BAG-ის ინფორმაციით, გაყიდვები გამოკითხული კომპანიების 43,2%-მა გაზარდა.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევით, გამოკითხული კომპანიების 23,6% აცხადებს, რომ მათ მიერ დაქირავებული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა. შტატის შემცირებაზე მხოლოდ 4,7% საუბრობს.
კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულების რაოდენობა არ შეცვლილა და ცვლილებებს არც მეოთხე კვარტალში ელოდებიან.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
რას ნიშნავს „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილი – თურნავამ განმარტა
რა უშლის ხელს ბიზნესს საქართველოში
ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის არარსებობა, სპეციალისტები არასაკმარისი რაოდენობით – ყველაზე ნეგატიური ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე, მიიჩნევს გამოკითხული მეწარმეების 75%.
წინა კვარტლისგან განსხვავებით, მესამე კვარტალში ამ ჩამონათვალში არ შევიდა შეზღუდული ფინანსური რესურსები.
მიმდინარე კვარტალში პრობლემებს შორის პირველი ადგილი კვლავ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას უკავია. გამოკითხულთა 68 პროცენტი ამას დამაბრკოლებელ ფაქტორს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0