ნაძალადევის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
გათიშვა ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოებს უკავშირდება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ნაძალადევის რაიონში 4 ათასამდე აბონენტს გაზმომარეგება დროებით შეუწყება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, შეზღუდვა უკავშირდება ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოებს.
აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 16 სექტემბრის 09:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება რამდენიმე ათას აბონენტს, ხოლო გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 17 სექტემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მოსახლეობასთან ერთად გაზმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში არსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით ყურადღება მიაქციონ, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა მოწყობილობა გაზმომარაგების აღდგენამდე გათიშული იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0