საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციის საქმეში გაერო ჩაერია

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ათზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, საერთაშორისო პროტექციის ქვეშ მოექცა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უკრაინიდან საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადიციის საკითხს უახლოეს სამ თვეში გაერო განიხილავს. ამის შესახებ Sputnik-ს ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აცნობა.
13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მეგის ქარდავას გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე მასმედიას ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა მაქსიმ სიჩენკომ განუცხადა.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
მეგის ქარდავას საქართველოს უახლოეს დღეებში გადმოსცემენ
ქარდავა უკრაინაში დაკავების შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ქარდავას შესაძლო ექსტრადიციის შესახებ ცნობა 11 სექტემბერს თავად ქარდავამ გაავრცელა. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინელი მოსამართლის გარდაცვალებაზე, რომელსაც 13 სექტემბერს ექსტრადიციის საქმე უნდა განეხილა. მოსამართლე ვიტალი პისანეცის ცხედარი სოფელ პოგრებში იპოვეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. უკრაინის პრესა არ გამორიცხავს, რომ ეს მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის სიტყვებით, გაეროს საერთაშორისო პროტექცია მოწმობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და გაეროში ეს იციან.

„რაც შეეხება პროცედურებს, ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინოა მის მიმართ პოლიტიკური დევნა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ გადმოსცეს. ალბათ სწორედ ეს დაინახა გაერომ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადიცია უკრაინიდან - ადვოკატი
მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში გაერო ქარდავას საქმეს განიხილავს და უკრაინულ მხარეს რეკომენდაციებს გაუგზავნის.
„ამ სამ თვეში საქმეს გაეროც შეისწავლის და, ალბათ, რაიმე რეკომენდაციას გასცემს“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, უკრაინას ჯერ არ გადაუწყვეტია ქარდავასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხი, ამიტომ პარალელურად მისი ექსტრადიციის საქმის წამოწყება იმთავითვე შეცდომა იყო.
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2017
მეგის ქარდავა უკრაინაში საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ყველა ახალი ამბავი
0