„ლელომ“ ფარული თვალთვალისა და მოსმენების წინააღმდეგ თბილისში აქცია გამართა – ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდულმა ფრთამ სახელმწიფო უსაფრთოების სამსაურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები ლოზუნგებით „კვლავ გვისმენენ“, „არ გავი-სუს-ებით“, „შეწყდეს უკანონო თვალთვალი“ და ა.შ.
„მოვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს უკანონო თვალთვალი და მიღებული ინფორმაციით შანტაჟი. ვაპირებთ ყოველდღიურ რეჟიმში ვებრძოლოთ ამ ბოროტ სისტემას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ორშაბათს ოპოზიციური ტელეარხების ეთერში გავრცელდა ინფორმაცია ქართველი სასულიერო პირების საიდუმლო თვალთვალის შესახებ. მასმედიის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საუბარია რამდენიმე ასეულ სასულიერო პირზე და 50 ათასზე მეტ საიდუმლო ჩანაწერზე. საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0