კახა კალაძე: ვულოცავ დაზარალებულ ოჯახებს, „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
დღეს თბილისის მერმა ხელი მოაწერა ინვესტორებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა აქტივების გადაცემა ინვესტორებზე, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი რისკ-ფაქტორი.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და ყველა დაზარალებული ოჯახი თუ ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზოგადად დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტებთან მიმართებით მიიღებდა გადაწყვეტილებას. მისი თქმით, თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა განსაკუთრებული იყო თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით.

„ცენტრ პოინტთან“ მიმართებით შემუშავდა კონკრეტული გეგმა, გაიყო ობიექტები სარემონტო და ასაშენებელ კატეგორიებად. სარემონტო კორპუსებისთვის დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, დასრულდა პროექტები და ნებართვები, ტენდერით გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, შეიქმნა სპეციალური ფონდი და დღეს უკვე ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მოსახლეობას პირობა მისცა, რომ თბილისის მერია უზრუნველყოფს, რომ თითოეული ობიექტი ჩაბარდეს მაღალი ხარისხითა და დათქმულ ვადებში. დედაქალაქის მერის განცხადებით, დასრულდა აქტივების გადაცემა ინვესტორებზე, რათა ნებისმიერი რისკ-ფაქტორი თავიდან ყოფილიყო აცილებული.
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2019
როგორ მოაგვარებს მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემას
„ჩვენ მივესალმებით ამ კომპანიებს და დღეს ხელს ვაწერთ მათთან თანამშრომლობის მემორანდუმებს. ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმები კომპანიებთან, რომლებმაც უნდა დაასრულონ სარემონტო სამუშაოები ან გამონაკლისების ფარგლებში მოახდინონ ობიექტების აშენება. ამით არა მხოლოდ გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გავზრდით მონიტორინგს ხარისხსა და ვადებზე“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ცერემონიის ბოლოს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ პირსა და ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ითანამშრომლა თბილისის მერიასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ მერია მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას.
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2016
პროკურატურა: „ცენტრ–პოინტის“ ხელმძღვანელობამ 20 მლნ აშშ დოლარამდე გაფლანგა
„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა. „ცენტრ პოინტისგან" თავიანთ ბინებს დაახლოებით 6 ათასი ოჯახი 15 წელზე მეტია ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0