„სიყვარულის ხეივანი“: გრიბოედოვის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
ახალ სეზონს თეატრი ცნობილი რუსი კლასიკოსის ივან ბუნინის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერით გახსნის.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ამზადებს სპექტაკლს ივან ბუნინის მოთხრობების მიხედვით „სიყვარულის ხეივანი“. პრემიერას მაყურებელი 1 და 2 ოქტომბერს იხილავს.
გრიბოედოვის თეატრი ამ პრემიერით გახსნის 176-ე სეზონს. თეატრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპექტაკლს საფუძვლად დაედო ივან ბუნინის მოთხრობები „პარიზში“, „მუზა“, „მადრიდი“ და სხვ.
© Facebook / Nina Shaduri Zardalishviliსპექტაკლის „სიყვარულის ხეივანი" აფიშა
Афиша спектакля Аллея любви по Бунину. Театр Грибоедова - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
სპექტაკლის „სიყვარულის ხეივანი" აფიშა
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, დამდგმელი მხატვარი – მირიან შველიძე, ხოლო კოსტიუმებზე ნატალია კობახიძემ იმუშავა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ირინე მეღვინეთუხუცესი, ვალერი ხარიუტჩენკო, მიხეილ არჯევანიძე, არჩილ ბარათაშვილი, ნატალია ვორონიუკი, ვასილ გაბაშვილი, მიხეილ გავაშელი, ლაშა გურგენიძე და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0