ექსპორტი საქართველოდან კვლავ იზრდება: ხელისუფლების პროგნოზი

© REUTERS / MURAD SEZERბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ რვა თვეში ექსპორტი საქართველოდან 25,7%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საგარეო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–აგვისტოში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22,2%-ით გაიზარდა და 8.678,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 6.072,9 მლნ დოლარის პროდუქცია, რაც 2020 წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით 20,7%-ით მეტია.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
რას ნიშნავს „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილი – თურნავამ განმარტა
2021 წლის იანვარი–აგვისტოში გაიტანეს 2.605,5 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25,7%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.467,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 40%-ია.
რას ფიქრობს ხელისუფლება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გრძელდება ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენცია.

„საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც ძალიან პოზიტიური ტენდენციაა... გაფართოვდა გეოგრაფია და არეალი. იანვარი–აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 25,7%-ით წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა თურნავამ.

აგვისტოში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 14,6%-ით გადააჭარბა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს და 6%-ით – პანდემიამდე, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს.
მინისტრის განცხადებით, დიდია შანსი, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდება.
„როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა თურნავამ.
ნახევარფაბრიკატების საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს
საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის ხელისუფლებამ გააფართოვა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მას დაემატა ოთხი კომპონენტი, რომელთაგან ერთ-ერთია პროგრამა „ბიზნეს–ექსპორტი“. ეს პროგრამა მიმართულია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაზე საწარმოების გაფართოებისა და გადაიარაღების, ასევე იმპორტის ადგილობრივი საქონლით ჩანაცვლების გზით.
ახალი ინიციატივით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0