„დავასუფთაოთ მსოფლიო“: საქართველოში სამდღიანი აქცია ჩატარდება

© courtesy of Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaდასუფთავების აქცია ლისის ტბაზე
დასუფთავების აქცია ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველო „დასუფთავების მსოფლიო დღეს“ სამდღიანი კამპანიით შეუერთდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება – კოვიდ-რეგულაციების დაცვით.

„დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორი მართვაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ უარყოფითი შედეგებისა და საფრთხეების შესახებ, რისი გამოწვევაც შეუძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრას. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

დასუფთავების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი კლიმატზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას.
კამპანია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა და მასში ამ დროისათვის 133 ქვეყანაა ჩართული. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0