„მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია“ – ჩცდ-ის ბაქარი მამა გახდა

© Facebook / Sofo Andguladzeბუბა მირცხულავა და სოფო ანდღულაძე
ბუბა მირცხულავა და სოფო ანდღულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
რეიტინგული ქართული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ბუბა მირცხულავა მამა გახდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაიბადა ზურა (ზუკა) მირცხულავა და მის მეუღლეს მადლობა გადაუხადა ამ სასწაულისთვის.
ბუბა მირცხულავამ პანდემიის პერიოდში იქორწინა. წყვილმა ქორწინება ოფიციალურად ოქტომბერში დააკანონა და მათ ხელი მოაწერეს.
როცა ბაქარის როლზე დაამტკიცეს, 15 წლის იყო, ახლა 23-ის არის. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული პროვინციელი ბიჭის ცხოვრებაში, რომელმაც თავისი კილოთი და გულუბრყვილობით სერიალის მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე გაახალისა, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ბაქარი წარმატებული ბიზნესმენია დიდი გეგმებითა და ბიზნეს-გათვლებით.
მსახიობობა, როგორც ინტერვიუებში ამბობს, სულ უნდოდა, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარის ფაკულტეტზე სწავლობს. „ხასიათითაც „ჩალიჩა“ ტიპი ვარ, აქტიური და ენერგიის დახარჯვა მინდა ხოლმე სულ. ეს პროფესია კი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე... ჯერ ვსწავლობ, სამუშაოდ დრო არ მრჩება, ფიზიკურად ვერ გავწვდები“, – ამბობს მსახიობი.
ყველა ახალი ამბავი
0