ანუკი არეშიძე ძროხას წველის და ყველს აკეთებს – დიზაინერის მეურნეობა კახეთში – ვიდეო

© Youtube / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე ძროხას წველის
ანუკი არეშიძე ძროხას წველის - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ცნობილმა დიზაინერმა „იუთუბერობა“ გადაწყვიტა, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებას პირველი ვიდეო შესთავაზა.
ცნობილმა დიზაინერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კახეთიდან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანიდან შესთავაზა ვიდეო, სადაც მისმა მშობლებმა რამდენიმე წლის წინ მეურნეობა მოაწყვეს.
როგორც ვიდეოდან ჩანს, ანუკის ძალიან უყვარს კახეთში ყოფნა და მისთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა მიწასთან მუშაობა და ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა, რომლებიც მრავლად ჰყავთ მის მშობლებს.
როგორც ვიდეოში ჩანს, ანუკი ძროხასაც წველის, ყველის ამოყვანასაც სწავლობს და ეს მას და მის შვილებს დიდ სიხარულს ანიჭებს. ვიდეოში ანუკი საზოგადოებას მის მშობლებსაც აცნობს.
ყველა ახალი ამბავი
0