საქართველომ თხილის ექსპორტისგან 24 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

© Pixabay / Hansთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართვლომ 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით 5,5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 24,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27%-ით (1,2 ათასი ტონით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: იტალიაში (2.790 ტონა), გერმანიაში (747 ტონა), ესპანეთში (354 ტონა), ჩეხეთში (220 ტონა), პოლონეთში (168 ტონა), ლიეტუვაში (110 ტონა), ლატვიაში (66 ტონა), საფრანგეთში (65 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ბულგარეთსა (22 ტონა) და ბელგიაში (20 ტონა).
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველო თხილის ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილის დაკავებას გეგმავს
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი (354 ტონა), უკრაინა (138 ტონა), რუსეთი (82 ტონა), ერაყი (72 ტონა), ბელარუსი (71 ტონა), ჩინეთი (52 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (40 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა) და უზბეკეთი (22 ტონა).
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში თხილის წარმოებაში მილიონობით ლარი დააბანდა
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0