მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

© Facebook / Tbilisi City Hallმარშალ გელოვანის პარკი ვაკეში
მარშალ გელოვანის პარკი ვაკეში - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 ათას ლარს შეადგენს. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 ათას კვ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება დედაქალაქის მერია.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში განახლდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა.
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 ათას ლარს შეადგენს.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა. მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო, ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება და მხატვრული მინათებები ფერს იცვლის“, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ პარკის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას მერია თავის თავზე აიღებს. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ პარკს და დაიცვან ის ვანდალიზმისგან.
რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სარეკრეაციო ზონების მშენებლობა-აღდგენა მისი გუნდის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელიწადში დედაქალაქში ბევრ სკვერსა და პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0