სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების დაფინანსება გაიზარდა

© photo: Sputnik / გაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
დამატებითი დაფინანსება სსსმ მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტული სასწავლო პირობების შექმნას მოხმარდება.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სკოლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაფინანსება გაეზარდათ, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ყოველი 5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების მხარდაჭერისათვის სკოლები 500 ლარის ნაცვლად თვეში 700 ლარს მიიღებენ.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაფინანსება გაიზრდება აღნიშნული კატეგორიის მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად – მინიმალური დაფინანსების ოდენობა 700 ლარია, მაქსიმალური კი 7,7 ათასი ლარი.
აღნიშნული თანხის გამოყენება სკოლებს შეუძლიათ რესურს–ოთახის აღჭურვისა და სსსმ მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დამატებითი სახსრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების – ფსიქოლოგის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ოკუპაციური თერაპევტის, ენისა და მეტყველების თერაპევტის და ა.შ. შრომის ანაზღაურებისთვის.
სწავლა სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი პროგრამა იწყება
განათლების სამინისტრომ მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დასწრებით ფორმატში ან დისტანციურ რეჟიმში სწავლების დროს.
რეკომენდაციები განკუთვნილია სკოლების დირექციის, ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და მშობლებისთვის, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.
მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლებისთვის მომზადდა „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზამკვლევი“, რომლის მიზანია მასწავლებლებს გააცნოს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვის შესაძლებლობები. მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდასაჭერად მომზადდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის ვიდეო-ინსტრუქციები.
ყველა ახალი ამბავი
0