https://sputnik-georgia.com/20210913/rodis-gaixsneba-bavshva-gasartobi-centrebi-259553293.html
როდის გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრები – დასახელდა თარიღი
როდის გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრები – დასახელდა თარიღი
Sputnik საქართველო
ღიბრაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T14:24+0400
2021-09-13T14:24+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/85/240408571_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_0865c9b13dafc65f9ec945c098e60226.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საბავშვო გასართობმა ცენტრებმა ფუნქციონირება 14 გვისტოდან შეწყვიტეს. ღიბრაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა დღეს გაუქმდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
https://sputnik-georgia.com/20210913/sazogadoebrivma-ytansportma-musaoba-ganaaxla-259538996.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/85/240408571_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_82c621b503592b3e38e83b92d3a7d14b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
როდის გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრები – დასახელდა თარიღი
14:24 13.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ღიბრაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საბავშვო გასართობმა ცენტრებმა ფუნქციონირება 14 გვისტოდან შეწყვიტეს.

13 სექტემბერი 2021, 07:41
ღიბრაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა დღეს გაუქმდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.