ქართველი მოჭიდავეების წარმატება – ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია

© Facebook / GeoWrestling ზურაბ იაკობაშვილი
ზურაბ იაკობაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ იაკობაშვილი გახდა. გარდა ამისა, ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რვა მედალი მოიპოვა.
ალექსანდრ მედვედის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი ნაკრებიდან ერთადერთი ოქროს მედლის მოპოვება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილმა შეძლო, მან ფინალში რუსი მოჭიდავე რუსლან ჟენდაევი ანგარიშით 7:2 დაამარცხა.
ვერცხლის მედლები ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს. კენჭაძემ ფინალური ორთაბრძოლა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან მისთვის მოსაგები ყაიმით (3:3) დაამთავრა, მაგრამ მსაჯებმა ის საჯარიმო ქულით დასაჯეს და საბოლოოდ გამარჯვება ამანულა გაჯიმაგომედოვს მიანიჭეს. რაც შეეხება ირაკლი მწითურს, ის ფინალში ბელარუსის სახელით მოჭიდავე ამარგაჯი მაგამედოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თავისუფალი ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გოგა ძიგუა (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), დიმიტრი ჯიოევი (74 კგ), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ). რაც შეეხება გიორგი გეგელაშვილს (57 კგ), ოთარ გოგავას (61 კგ), ბექა ლომთაძეს (65 კგ), გოგა მამიაურსა (79 კგ) და ტარზან მაისურაძეს (86 კგ), მათ საპრიზო ადგილებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
აღსანიშნავია, რომ მინსკის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრები გენო პეტრიაშვილის, ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის გარეშე ასპარეზობდა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საწვრთნელი შეკრებით გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0