გენერლის სამხრეებზე მიმატებული თითო ვარსკვლავი და მხატვარ-პორტრეტისტის ხასიათების გალერეა

© courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანია
ნანა ღვანია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
„ძალიან მიყვარს ადამიანების ხატვა, მათი სულის სიღრმეებში, ხასიათში წვდომა და მათზე დაკვირვება“ – გვითხრა მხატვარმა ნანა ღვანიამ.
თავის დროზე თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა თეატრის მხატვრის სპეციალობით. თეატრალურ სცენაზე არა, მაგრამ მის მიერ მოლბერტზე შექმნილი სახეების გალერეა ნამდვილად გამოირჩევა მრავალფეროვნებით.
- ქალბატონო ნანა, პროფესიული არჩევანის გაკეთებას, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვური გატაცება ხომ არ უძღვოდა წინ?
- ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ბავშვობიდან მორცხვი და გაუბედავი ვიყავი. მიყვარდა მარტოობა და ხატვით ვერთობოდი. საკმაოდ კარგად გამომდიოდა და ამიტომ ძირითადად ხატვით ვიყავი დაკავებული.
© photo: courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანიას შემოქმედება
ნანა ღვანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ნანა ღვანიას შემოქმედება
- როგორ ჩამოყალიბდით პორტრეტისტად, ვინ დაგეხმარათ?
- როცა აკადემიაში ვაბარებდი, უკვე ვიცოდი, რომ მხატვარი ვიქნებოდი, რადგან მხოლოდ ხატვა შემეძლო და თან ძალიან მიყვარდა. სამხატვრო აკადემიაში იქაურმა გარემომ და პედაგოგებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. განსაკუთრებულად აღვნიშნავ ბატონ ფარნაოზ ლაპიაშვილს, რომლის დიდი ძალისხმევით ნანა ღვანია პორტრეტისტად აკადემიაშივე ჩამოყალიბდა.
- ვფიქრობ, როცა მხატვარი პორტრეტებს ქმნის, ის ცოტათი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რათა ადამიანის ხასიათი ზუსტად გადმოსცეს...
© photo: courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანიას შემოქმედება
ნანა ღვანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ნანა ღვანიას შემოქმედება
- ძალიან მიყვარს ადამიანების ხატვა, მათი სულის სიღრმეებში, ხასიათში წვდომა და მათზე დაკვირვება. როგორ გამომდის, ეს მნახველმა განსაჯოს. პორტრეტზე მუშაობის დროს, ვიზუალურ მსგავსებასთან ერთად, ხასიათისა და განწყობის გადმოცემაც მნიშვნელოვანია. ორივე შემთხვევაში, ნატურიდან იხატება თუ ფოტოდან, დიდი ძალისხმევაა საჭირო.
- ხატვის რაიმე თქვენეული მეთოდი და ხერხი თუ გაქვთ?
- ხატვის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ან რეცეპტი არ მაქვს. ემოციურად მთლიანად დატვირთული და მოცემულ პორტრეტზე თუ ნატურაზე კონცენტრირებული ვარ. ემოციურად და ფიზიკურადაც ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ძიების პროცესში ყოფნის დროს მღელვარება პიკს აღწევს და ასეც უნდა იყოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
© photo: courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანიას შემოქმედება
ნანა ღვანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ნანა ღვანიას შემოქმედება
- ვიცი, რომ ბევრს აქვს სურვილი მისი პორტრეტი დახატოთ, უჩვეულო შეკვეთები თუ გახსენდებათ?
- ყველა პორტრეტს თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს დამეხატა გენერლის პორტრეტი და დავხატე. გავიდა დრო, ისევ მომიტანეს ჩემი დახატული პორტრეტი და ჩინის მომატებასთან დაკავშირებით... გენერლის სამხრეებზე თითო ვარსკვლავის დამატება მთხოვეს. კიდევ მახსენდება, ერთმა ცნობილმა ექიმმა საკუთარი პორტრეტის ნახვის შემდეგ, რომელიც ძალიან მოეწონა, მოკრძალებულად მთხოვა მისი სახის ნაკვთების ოდნავ დარბილება, რათა ულამაზესი მეუღლის გვერდით უფრო ახალგაზრდულად გამოჩენილიყო... და კიდევ ვინ მოთვლის...
© photo: courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანიას შემოქმედება
ნანა ღვანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ნანა ღვანიას შემოქმედება
- მეგონა მსგავსი თხოვნით ქალები უფრო მოგმართავდნენ, საერთოდ, ქალის დახატვა უფრო რთულია თუ მამაკაცის?
- მამაკაცები ზოგჯერ ქალებზე პრეტენზიულები არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ქალს ვხატავ თუ მამაკაცს. მოთხოვნები ორივე სქესს აქვს. ზოგს ცხვირი უნდა რომ პატარა გამოუჩნდეს, ამ დროს შთამბეჭდავი და სახასიათო ცხვირი აქვს. ზოგს გამოხედვაში უნდა რაღაც ნაპერწკალი ეტყობოდეს. ყველა შემთხვევაში ვცდილობ, რომ რეალობას არ ავცდე, გარეგნობასთან ერთად ხასიათის შტრიხების დაჭერაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვაგვარად არ გამოვა.
© photo: courtesy of Nana Ghvaniaნანა ღვანიას შემოქმედება
ნანა ღვანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ნანა ღვანიას შემოქმედება
- ავტოპორტრეტი თუ გაქვთ შექმნილი და რაიმე ახალი შტრიხი თუ „დაიჭირეთ“ საკუთარ თავში?
- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ავტოპორტრეტი მაქვს გაკეთებული. ჩემს ადრეულ ნამუშევრებში შეინიშნებოდა ხასიათის სიძლიერე და ექსპრესიონიზმი, მოგვიანებით ხედვაც და ხატვის სტილიც შემეცვალა. პორტრეტები უფრო კეთილშობილური და მხატვრული გახდა. ეს ყველაფერი სხვადასხვა მასალაში განსხვავებულად იხატება და, შესაბამისად, ნახატის ფაქტურაც იცვლება, ხელწერაც და გემოვნებაც. საკუთარ თავში სხვა უნარებიც აღმოვაჩინე...
ყველა ახალი ამბავი
0