„მაკაროვი", „ტტ“ და ხელყუმბარა – თბილისსა და ქუთაისში სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. მისი ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „მაკაროვისა" და „ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო: დაკავებულია სამი პირი
ასევე თბილისში დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ავტომობილში აღმოაჩნდა კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა.
გარდა ამისა, იმერეთის პოლიციამ ქუთაისში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0