რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Dmitriy Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიჩნევს, რომ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს უკრაინის წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
რუსეთში არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტათ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ხსენება პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან ეს არის კომერციული პროექტი და ის მომგებიანია როგორც რუსეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი მზადაა გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, მაგრამ ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მომავალი ევროპული შესყიდვების მოცულობების ჩათვლით.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
მსოფლიო დღეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთმა დაიწყო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის იარაღად გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ერმაკმა კიევში შაბათს გამართულ ფორუმზე YES Brainstorming.
მისი თქმით, ამას მოწმობს გაზის ფასები ევროპაში და ამ სიტუაციაში უკვე საჭიროა სიტუაციაზე რეაგირების კონკრეტული ვარიანტების განხილვა.
„ქმედებები, რაზეც ვსაუბრობდით ვაშინგტონსა და რაზეც საუბრობდა (გერმანიის კანცლერი ანგელა) მერკელი კიევში, დღეს ეს სიტყვები რეალურ საქმეებად და ქმედებებად უნდა იქცეს“, - აღნიშნა ერმაკმა.
10 სექტემბრის მონაცემებით, ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ათას კუბურ მეტრზე 710 დოლარს გადააჭარბა.
ჩინეთის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
მსოფლიო დღეს
ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა
„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია. პროექტი გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. Nord Stream 2 AG მილსადენის ამოქმედებას 2021 წლის ბოლომდე აპირებს. სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „გაზპრომი“ გაზს ახალ მილსადენში 1 ოქტომბრიდან გაუშვებს.
პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი, ასევე უკრაინა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. შეერთებულმა შტატებმა 2019 წლის დეკემბერში მილსადენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა ივლისში გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდაჭერის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საერთო კლიმატური მიზნების შესახებ. მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის და ევროპის ინტერესებშია რუსული გაზის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელდეს. ბერლინი კისრულობს ვალდებულებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ 10 წლით გაგრძელდეს შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ტრანზიტის შესახებ, მათ შორის ეს ძალისხმევა გულისხმობს სპეციალური ელჩის დანიშვნას ამ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, რათა ეს მოლაპარაკებები დაიწყოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა. გერმანია ასევე იღებს ვალდებულებას, მოითხოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ კი ის გამოიყენებს ენერგიას იარაღად ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0