რთველი-2021: კახეთში ყურძნის ჩაბარება აქტიურად მიმდინარეობს

© photo: Sputnikყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, კახეთში რთველი-2021-ის ფარგლებში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გადამუშავებული ყურძნიდან 43,5 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 24 ათას ტონამდე „საფერავი“, 2,2 ათას ტონამდე „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი ტრადიციულად დაიწყო დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში და თანდათანობით კახეთის მთლიან რეგიონში გაგრძელდა. რთველის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის თელავში სადღეღამისო საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
„რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი წარიმართოს შეფერხებების გარეშე. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიამ, რომელიც რთველის მიმდინარეობას თელავში, საკოორდინაციო შტაბში გაეცნო.
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება
გარდა ამისა, 10 სექტემბერს დაიწყო იმ ფერმერების რეგისტრაცია ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ვისაც 26 აგვისტოს და 2 სექტემბერს სეტყვამ სრულად გაუნადგურა ვენახი. ამ დროისთვის გადამუშავებული მოსავლიდან 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენია.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0