შანაი ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიელი შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. პოლიციამ 33 წლის მამაკაცი 8 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავა.
სამართალდამცველებმა ახალგზარდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული: ცნობილი გახდა ახალი დეტალები
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0