ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა

© AFP 2024 / YUI MOKპრინცი უილიამი და პრინცი ჰარი
პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
დასახელდა პრინც უილიამის ხუთი სიტყვა მეგან მარკლის შესახებ, რამაც პრინცი ჰარი აღაშფოთა და ძმებს შორის უთანხმოება გამოიწვია, იტყობინება Daily Star.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას არაოფიციალური ბიოგრაფიული წიგნის Finding Freedom-ის თანახმად, რომლის ავტორები ჟურნალისტი კაროლინ დიურანდი და მწერალი ომიდ სკობი არიან, პრინც ჰარისა და მის ძმას შორის ჩხუბი 2017 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც სასექსის ჰერცოგმა გამოაცხადა ნიშნობა მეგან მარკლთან და პრინცმა უილიამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი არჩევანი.
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
სახეში გალაწუნება მეამბოხეებისთვის: ელისაბედ მეორემ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაამცირა
ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პრინცმა უილიამმა ჰარი გვერდით გაიყვანა და ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ ამაში?“ სასექსის ჰერცოგს ეს შეურაცხმყოფელი ეჩვენა, მას გუნება წაუხდა და ძმა დაადანაშაულა „ურთიერთობების დანგრევის მცდელობაში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა“.
გარდა ამისა, მეგან მარკლის ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა იგი, სავარაუდოდ, „არც ისე გულთბილად“ მიიღეს. ერთ-ერთმა ინსაიდერმა ასევე გაიხსენა, რომ მეგან მარკლთან შეხვედრამდე პრინცი ჰარი „თავს არაკომფორტულად გრძნობდა ოჯახში „მესამე ზედმეტის“ როლში, თუმცა მასთან შეხვედრამ გააძლიერა მისი თავდაჯერებულობა“.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
დაუპატიჟებლად: მეგან მარკლი და პრინცი ჰარი თავიანთ ქალიშვილს დედოფალთან მიიყვანენ
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი განაწყენებულია ელისაბედ II-ზე, რადგან მან COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ პრინც უილიამს და კეიტ მიდლტონს შესთავაზა გადავიდნენ უინძორის სასახლეში. ორი წლით ადრე კი მან სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ, იქ დასახლების უფლება არ მისცა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობა 2020 წლის 1 აპრილს. შეერთებულ შტატებში გადასასვლელად, სამუშაოდ და ბიზნესისთვის მათ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებზე, დაფინანსებაზე და Sussex Royal ბრენდზე.
ყველა ახალი ამბავი
0