მიწის თაღლითურად დაუფლება: დაკავებულია ორი პირი

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
ბრალდებულთა დაკავება თაღლითური გზით მოპოვებული მიწის ნაკვეთის გაყიდვის მცდელობისას მოხდა.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება–გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქის ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს მისი პასპორტი და მიმდინარე წლის აგვისტოში ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებით დაირეგისტრირეს სოფელ დიღომში 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მოტყუებით დაუფლებული ტერიტორიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 350 ათასი ლარია.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
უკანონოდ მითვისებული ექვსი მიწის ნაკვეთი – პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში ბრალდებულები მიწის ნაკვეთის გაყიდვას შეეცადნენ და მსურველიც იპოვეს. აღნიშნული პირების დაკავება სწორედ მიწის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა.
უწყების ცნობით, დანაშაულში თანამონაწილე პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება დაკავებულებს, მათ 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0