საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩები 10 სექტემბრიდან განახლდება

© Facebook / FC Dinamo Batumi"დინამო" თბილისი – "დინამო" ბათუმი
დინამო თბილისი – დინამო ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
რეგლამენტის თანახმად, ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე გაიმართება.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 10 სექტემბრიდან განახლდება, ნათქვამია ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება თავად ეროვნულ ლიგას, იგი სტარტს XXIII ტურის მატჩებით 12 სექტემბერს აიღებს. XXIII ტურის ერთადერთი მატჩი „სამტრედიასა“ და „ლოკომოტივს“ (1:0) შორის ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების გამო ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს ჩატარდა.
ბათუმის „დინამო“ – თურქეთის „სივასპორი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა – ბათუმის „დინამო“ „კონფერენს ლიგას“ გამოეთიშა
პანდემიასთან დაკავშირებული რეგლამენტის თანახმად, ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე გაიმართება. ფეხბურთელები მატჩებზე დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR–ტესტის, ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
ჩატარებული 22 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის „დინამოა“, რომელსაც 46 ქულა აქვს მოპოვებული. თბილისის „დინამო“, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს, მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი გორის „დილა“ (38 ქულა) იკავებს.
XXIII ტურის მატჩების განრიგი:
„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ (თბილისი) (0:1)
„შუქურა“ (ქობულეთი) – „სამგურალი" (წყალტუბო)
„თელავი“ – „დინამო“ (თბილისი)
„დილა“ (გორი) – „ტორბედო“ (ქუთაისი)
„საბურთალო“ (თბილისი) – „დინამო“ (ბათუმი).
ყველა ახალი ამბავი
0