მაშველებმა უშბაზე დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

© photo : press-service of the Emergency Management Service of Georgiaსამაშველო ოპერაცია სვანეთში
სამაშველო ოპერაცია სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები ოჯახს ბოლოს 28 აგვისტოს დაუკავშირდნენ და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გასულან.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორი მოლდოველი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ალპინისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეაგირება მყისიერად მოახდინა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დაიწყო.
„სამძებრო ღონისძიებებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ცუდი ხილვადობა ართულებდა. მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის ცხედრები მესტიაშია გადასვენებული. ტარდება შესაბამისი პროცედურები.
უშბა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
უშბაზე ეძებენ ალპინისტებს მოლდოვიდან
მოლდოველი ალპინისტების, მამა-შვილი კულიკოვების გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ოჯახის დიასახლისმა გალინა კულიკოვამ 6 სექტემბერს გაავრცელა.
ქალის თქმით, ბოლოს ქმარ-შვილი 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან.
ყველა ახალი ამბავი
0