გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს

© Georgian Chamber of Commerce and Industry / FBგიორგი პერტაია
გიორგი პერტაია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს, ნათქვამია სავაჭრო–სამრეწველო პალატის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერტაია პარალელურად არის ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
ევროპალატა ევროკავშირში უმსხვილესი ბიზნეს-ასოციაციაა. იგი მოიცავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 ასოცირებულ წევრს და 20 მილიონ საწარმოს, ასევე 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატებს.
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.
ყველა ახალი ამბავი
0