უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები

CC BY 2.0 / Sterling College / Axeხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 2021 წლის აგვისტოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ხის მოჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2020
„საქმიანი ეზოები“ – საქართველოში ხეტყის დამზადების პრაქტიკაში ცვლილებებია
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 86 ფაქტი კახეთის რეგიონში გამოვლინდა, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში კი 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლიდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი - შიდა ქართლში, აჭარაში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 1, გურიაში კი 2. ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 კუბური მეტრი ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე ამოღებულია 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0