მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცემა და დაკავებები: თალიბებმა ქალების აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს – ვიდეო

© REUTERS / JONATHAN ERNSTავღნელი ქალები
ავღნელი ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „თალიბანმა“ ძალის გამოყენება დაიწყო ქალების მიმართ, რომლებიც ქაბულში საპროტესტო აქციას მართავენ, ამასთან აკავებენ და სცემენ ჟურნალისტებსაც, აცხადებს ადგილობრივი გაზეთი Ettelaatroz-ის მთავარი რედაქტორი ზაქი დარიიაბი.
დარიიაბის განცხადებას ადასტურებს Aamaj News-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქაბულში მცხოვრებმა ქალებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ისინი ქვეყნის მართვაში ქალების ჩართვას მოითხოვდნენ, რაც თალიბებმა ფაქტობრივად გამორიცხეს ავღანეთის დროებითი მთავრობის გამოცხადებით.

„მიუღებელი სისასტიკე. „თალიბანი“ ქაბულში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სცემს“, — დაწერა დარიიაბიმ საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

მისი თქმით, ამავდროულად თალიბებმა ცხრა ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ხუთი Ettelaatroz-ის ჟურნალისტია.
მოგვიანებით სოციალური ქსელებით გამოქვეყნდა გამოცემის სასტიკად გაროზგილი ჟურნალისტის ფოტოც.
როგორც „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა 7 სექტემბერს, ავღანეთის ახალი ხელისუფლება კრძალავს საპროტესტო აქციების გაშუქებას, ვინაიდან ისინი უკანონოდ მიაჩნია.
ეს პირველი აქცია არ არის, რომელსაც თალიბების პოლიტიკით უკმაყოფილო ავღანელები მართავენ. 7 სექტემბერს ქაბულის მოსახლეობა მას შემდეგ გავიდა ქუჩებში, რაც ქალაქს პაკისტანის დაზვერვის შეფი ფაიზ ჰამიდი ეწვია. მათი უმეტესობა ქალი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლის მიზნით თალიბებმა ცეცხლი გახსნეს და ამასთან ჯოხებითაც სცემეს დემონსტრანტი ქალები.
იმავე დღეს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ფარვანისა და გერათის პროვინციებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0