სახეში გალაწუნება მეამბოხეებისთვის: ელისაბედ მეორემ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაამცირა

© REUTERS / Yui Mokელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის გარდაუვალი გადასვლა განსაკუთრებულ ადგილზე, ექსპერტებმა ამბოხებულებისთვის „სახეში გალაწუნებად“ შეაფასეს.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი დაამცირა, მაგრამ ეს ეშმაკურად გააკეთა. ექსპერტები მივიდნენ ამ მოსაზრებამდე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის საცხოვრებლის შეცვლის შესახებ.
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სასახლეს ტოვებენ – რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე
ცოტა ხნის წინ უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა უდიდებულესობამ საცხოვრებლად მიიწვია მისი უფროსი შვილიშვილი და რჩეული, რომ მასთან უფრო ახლოს იყვნენ – უინძორის ციხე-სიმაგრეში. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ადგილი გახდა მონარქის მთავარი რეზიდენცია. მაგრამ საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ დედოფალმა კატეგორიული უარი თქვა უმცროსი შვილიშვილისა და მისი საყვარელი ყოფილი მსახიობის იქ გადაბარგებაზე.
ელიზაბეთ II - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
ხუთი საინტერესო ფაქტი დედოფალი ელიზაბეთ II-ის შესახებ
როგორც Daily Express-ი იუწყება, დედოფლის ახალი გადაწყვეტილება ერთგვარი დარტყმა იყო მეამბოხე მეგანისა და ჰარისთვის, რასაც ჰერცოგები აუცილებლად მიიღებენ ამას როგორც პირად შეურაცხყოფას.

„თუ დედოფალმა ნამდვილად გადაწყვიტა კემბრიჯის ჰერცოგებისთვის თავისი სასახლის კარის გაღება მას შემდეგ, რაც ჰარი საჯაროდ უარყო, ძნელი იქნება ეს არ აღიქმებოდეს, როგორც სახეში გარტყმა”, – თქვა ცნობილმა ექსპერტმა და ავტორმა დანიელა ელსნერმა.

ამას გარდა, სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ დედოფლის ნაბიჯი გააუარესებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას პრინცესა დიანას ვაჟებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0