ქართველმა ბიზნესმენმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა

© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი
ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ხმალი ბელგიის აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა, რომელმაც ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს საჩუქრად ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენთან ერთად ბრიფინგი გამართა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია.
ვიდრე ხმალი საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, ხიდაშელის დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა გოჩა ლაღიძემ.
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
დავით ხიდაშელის ინფორმაციით, იარაღი ბელგიის აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა, რომელმაც ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატი ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.
„ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0