კახეთში 47 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

© photo: Sputnik / რთველი კახეთში
რთველი კახეთში  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რთველი–2021-ის ფარგლებში კახეთში 47 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 15 ათასი ტონა დასეტყვილი ყურძენია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამ დროისათვის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა თითქმის ექვსჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მოსავალი ღვინის საწარმოებს 4.100-ზე მეტმა ფერმერმა ჩააბარა, მიღებული შემოსავალი 45 მლნ ლარს შეადგენს.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 150 ახალგაზრდას დაასაქმებს
2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, რომელმაც დააზიანა 180 ჰექტარი ვენახი. საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ გააგრძელა სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი მთლიანად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროდან და სიღნაღიდან დაიწყო, ამ კვირიდან კი ყურძნის მოსავლის აღება აქტიურად დაიწყება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში.
ყველა ახალი ამბავი
0