პირველად ისრაელში: სიამის ტყუპი გოგონები ერთანეთს დააშორეს

გამოწერა
ისრაელში პირველად ჩატარდა სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია, რა დროსაც თავებით ერთმანეთთან შეზრდილი გოგონები ერთმანეთს დააშორეს.
ოპერაცია, რომელიც 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ ბეერ-შევას სამედიცინო ცენტრში და რომელშიც ათობით მედიკოსი (მათ შორის, უცხოელებიც) მონაწილეობდა, წარმატებით დასრულდა.
ირკვევა, რომ გოგონები 2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ. მათი განცალკევებისთვის სამზადისი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.
ამ დროისათვის პატარები თავს კარგად გრძნობენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ სუნთქვა. ექიმების თქმით, გოგონებს სრულფასოვნად ცხოვრებაში არაფერი შეუშლით ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0