თალიბებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს – ვრცელდება ვიდეო

© AFP 2024 / HOSHANG HASHIMIსაპროტესტო აქცია ავღანეთში
საპროტესტო აქცია ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში „თალიბანის“ საწინააღმდეგო და წინააღმდეგობის ფრონტის მხარდამჭერი აქციები გრძელდება, იუწყება „Sputnik–ავღანეთი“.
ქაბულის ქუჩებში გამოსული ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართება.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა, რომლებიც აქამდე პრაქტიკულად არ რეაგირებდნენ წუხელ დაწყებულ გამოსვლებზე, უკვე დაიწყეს სროლები, რასაც Aamaj News-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიც მოწმობს.
საპროტესტო აქციები, რაც, „თალიბანის“ გარდა, პაკისტანის წინააღმდეგაცაა მიმართული, ასევე იმართება მაზარ-ი-შარიფში და სხვა ქალაქებში.
ავღანელები საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა აჰმად მასუდი-უმცროსმა მათ საყოველთაო აჯანყებისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა „ქვეყნის გათავისუფლებისა და განდიდების“ მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0