სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც 77 წლის კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა – ვიდეო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
დაშავებულები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. თბილისში „სასწრაფო დახმარების“ მანქანა, რომელსაც თელავიდან თბილისში 77 წლის კოვიდ-პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოხვდა, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე, მეტროს სადგურ „300 არაგველთან“ გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც „ჰონდას“ მარკის ჯიპი შეეჯახა, ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის პაციენტი, რომელიც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

„კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს აღენიშნება გულ-მკერდის ტრავმა. მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება დინამიკაში. ასევე დაშავებულია ექთანი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მძღოლი და ექიმი თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ანი დალაქიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0