საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვისთვის.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებები ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის.
კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისთვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 6-დან 11 წლამდე დადგენილი სასჯელისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
პარტნიორების სიმბოლიკის დაზიანების თაობაზე კანონს პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს
ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, მარტო მიმდინარე წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 91 ნარკომოვაჭრე.
„ეს ცვლილებები არ ეხება ნარკოტიკების მომხმარებლებს. საუბარია ნარკოგამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე, რომლებიც ყოველდღიურად ყიდიან საწამლავს ჩვენს შვილებზე, ჩვენი საზოგადოების წევრებზე. შესაბამისად, მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს შეურიგებელი, მკაცრი, მათ შორის სანქციების ფარგლებშიც“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვისთვის. კერძოდ, თუ მოქმედი რედაქციით, სანქცია ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას, კანონპროექტის თანახმად, სასჯელის ქვედა ზღვარი 14 წლიდან დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0