ამერიკის 16 წლის ჩემპიონი: „მოვა დრო და შეჯიბრებებზე საქართველოს სახელითაც გამოვალ“

© Maia Matcharashviliგამარჯვების კვარცხლბეკზე
გამარჯვების კვარცხლბეკზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
16 წლის ალექს სემენენკო წარმატებული სპორტსმენია, სულ ახლახან მან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნიუ-იორკის შტატს საუკეთესოს ტიტული დაუბრუნა და ამერიკის ჩემპიონი გახდა. 12 წლის ასაკში კი ქალაქის ჩემპიონატზე „მერის თასი” მოიგო.
მის სპორტულ წარმატებებს საქართველოში ჩაეყარა საფუძველი, ალექსის პირველი მწვრთნელები ძიუდოში ქართველი ლექსო ხაჩიძე და ზეზვა ებელაშვილი იყვნენ. როცა ჩვენთან ჩამოდის, ძიუდოში საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე. გარდა სპორტული კარიერისა, ალექსი პრესტიჟულ ამერიკულ სკოლაში სწავლობს და სამომავლოდ სამედიცინოზე სწავლას აპირებს.
© Maia Matcharashviliალექსი სემენენკო
ალექსი სემენენკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექსი სემენენკო
- ალექს, ვიცი, რომ ამერიკაში დაიბადე, მაგრამ პირველი სიტყვები ქართულად წარმოთქვი...
- ნიუ-იორკის შტატში, ბრუკლინში დავიბადე. დედაჩემი მაია მაჭარაშვილი ქართველია. როცა პატარა ვიყავი, ცოტა ხანი ცხოვრება საქართველოში მომიწია. იქ ავიდგი ფეხი და საბავშვო ბაღშიც იქ დავდიოდი. პირველი სიტყვები მართლა ქართულად ვთქვი. შემდეგ მშობლებმა ამერიკაში წამომიყვანეს.
© Maia Matcharashviliალექსი სემენენკო
ალექსი სემენენკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექსი სემენენკო
- ჭიდაობაც საქართველოში დაიწყე?
- მე ხუთი წლიდან ვჭიდაობ. პატარაობიდან ვვარჯიშობ ძიუდოისტ მამასთან, რომელსაც ორი სპორტული კლუბი აქვს. აქვე გეტყვით, რომ ის ნიუ-იორკის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ჩემ პირველ მწვრთნელთან ლექსო ხაჩიძესთანაც მამამ მიმიყვანა. მისი და მამას თანადგომით და წახალისებით სპორტის ეს სახეობა ძალიან შემიყვარდა. ძიუდოში ჩემი მეორე ქართველი მწვრთნელი ზეზვა ებელაშვილი იყო, ათი წლის ვიყავი, როცა მასთან მოვხვდი. პირველად მსოფლიო ჩემპიონატზეც ზეზვამ წამიყვანა, მაშინ, სამწუხაროდ, წავაგე.
© Maia Matcharashviliალექსი სემენენკო
ალექსი სემენენკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექსი სემენენკო
- სპორტული წარმატებები როდის დაიწყო შენს ცხოვრებაში?
- ვარჯიშის დაწყებიდან მალე ლოკალურ შეჯიბრებებზე წარმატებული გამოსვლა დავიწყე. ექვსი წლის ვიყავი, როცა ამერიკის ღია ჩემპიონატზე პირველად მოვიგე. 12 წლის ასაკში თავისუფალ ჭიდაობაში და ბერძნულ-რომაულ სახეობაში ვარჯიში დავიწყე. მაშინ პირველად გავხდი ამერიკის ჩემპიონი. ახლახან ნიუ-იორკს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონის სტატუსი დავუბრუნე.
© Maia Matcharashviliშეჯიბრზე
შეჯიბრზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
შეჯიბრზე
- სკოლაშიც წარმატებული ხარ...
- დღეს პრესტიჟულ სკოლაში Poly prep country day school კარგად ვსწავლობ. აქ მიღება ადვილი არ არის, რთული ტესტირებით ხდება. შეჯიბრებებზე სკოლის სახელით გამოვდივარ. სპორტული მიღწევების გამო სწავლას სრულად მიფინანსებენ. ჯერ ადრეა, მაგრამ რამდენიმე უნივერსიტეტიდან უკვე მაქვს შემოთავაზებები.
© Facebook / Maia Matcharashviliალექს სემენენკო შეჯიბრზე
ალექს სემენენკო შეჯიბრზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექს სემენენკო შეჯიბრზე
- ერთ-ერთ შეჯიბრზე ტრავმა მიიღე და ექიმობის სურვილი მაშინ გაგიჩნდა, ასეა?
- ჩრდილოეთ დაკოტის შტატის ქალაქ ფარგოში გამოსვლის დროს მუხლის ტრავმა მივიღე. როგორც კი უკან დავბრუნდი, ქირურგიული ჩარევა დამჭირდა, ახლა რეაბილიტაციას ნორმალურად გავდივარ. სწორედ მკურნალობის დროს გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მომავალში ექიმი გავხდე და ამ პროფესიას დავეუფლო.
© Maia Matcharashviliალექსი სემენენკო 2014 წელს, საბერძნეთში გამარჯვების დროს
ალექსი სემენენკო 2014 წელს, საბერძნეთში გამარჯვების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექსი სემენენკო 2014 წელს, საბერძნეთში გამარჯვების დროს
- საქართველოში ხშირად ჩამოდიხარ?
- საქართველო ძალიან მიყვარს და ხშირად ჩავდივარ. იქ დედის მხრიდან ბებო და ნათესავები მყავს. მათთან შეხვედრა ძალიან მიხარია ხოლმე. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებიც ყოველთვის თბილად მხვდებიან.
© Maia Matcharashviliალექს სემენენკო ვარჯიშის დროს
ალექს სემენენკო ვარჯიშის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ალექს სემენენკო ვარჯიშის დროს
- ქართველ სპორტსმენებთან თუ გაქვს შეხება?
- როცა ჩავდივარ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ ხოლმე. ბოლოს ორი კვირით ვიყავი და მაშინ ნაკრებთან ერთად წყალტუბოში ვვარჯიშობდი. ბედნიერებაა, როცა ასეთი დონის სპორტსმენებთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა გეძლევა. მოვა დრო და სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელითაც გამოვალ...
ყველა ახალი ამბავი
0