ეფექტური პრეპარატები COVID-19-ის სამკურნალოდ: ექიმი ასახელებს წამლებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevექიმები ავადმყოფის მკურნალობისას
ექიმები ავადმყოფის მკურნალობისას - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დღეს ექიმებმა უკვე ვიცით, როგორ მოვიქცეთ კორონავირუსის მკურნალობისას, ჩამოგითვლით პრეპარატებს, რომლებიც COVID-19-ის დამარცხებაში დაგეხმარებათ, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ელენა მალიშევა საკუთარ Instagram-გვერდზე.
მისი თქმით, ექიმები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას მკურნალობის ამერიკულ სტანდარტებზე, ვინაიდან აშშ-ში ძალიან სერიოზულად ეკიდებიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას.
კოვიდ-პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
სასწაულმოქმედი COVID-პრეპარატი: ბრიტანელი ექიმები წამლის შინ დანიშვნის უფლებას მოითხოვენ
ამასთან ექიმი განმარტავს, რომ კორონავირუსული დაავადების მკურნალობის ამერიკული სტანდარტების ნახვა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. თუმცა, ამასთან, მიიჩნევს, რომ დადგა „საათების შედარების დრო“, და ასახელებს წამლებს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს COVID-19-თან ბრძოლის ეფექტურობა.

„ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ანტიკოაგულანტები და დექსამეტაზონი (ეს წამლები შეიძლება დანიშნოს მხოლოდ ექიმმა!) ასევე ამ სიაშია Actemra (ტოცილიზუმაბი) და Olumiant (ბარიციტინიბი)“, — წერს ექიმი.

ამას გარდა, მალიშევა ამბობს, რომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება არბიდოლის ბედი — ოღონდ არა რუსული წარმოებისა, არამედ მისი ზუსტი ანალოგისა, რომელიც ჩინელებმა შექმნეს. დღეს ჩინელები აქტიურად სწავლობენ ამ პრეპარატს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2020
მსოფლიო დღეს
ჯანმომ COVID-19-ის მძიმე ფორმის სამკურნალო პრეპარატი დაასახელა: ახალი რეკომენდაცია
სპეციალისტი განმარტავს, რომ არბიდოლი შედის იმ წამლების სიაში, რომლებიც კორონავირუსზე მოქმედებს და ამ მოქმედების მექანიზმი მედიკოსებისთვის ცნობილია — რაც აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-შიც გამოქვეყნდა.
„და კიდევ: მათ ჩაატარეს მცირე კვლევა და გაარკვიეს, რომ არბიდოლი კორონავირუსით ინფიცირების რისკს აქვეითებდა როგორც მედიცინის მუშაკებს შორის, ისე იმ ოჯახებში, სადაც უკვე ჰყავდათ COVID-19-ით დაავადებული. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ყურადღებას იმსახურებს“, – წერს მედიკოსი.
მით უმეტეს, რომ, როგორც მალიშევა აღნიშნავს, არბიდოლს ოფიციალურად აქვს ჩვენება — კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ყველა ახალი ამბავი
0