სასამართლოდან გაქცეული „ლევან სუხუმსკი“ ბარსელონაში დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ვლადიმირში პირდაპირ სასამართლო პროცესის დაწყების წინ გაიქცა, ბარსელონის აეროპორტში დააკავეს, იუწყება სააგენტო РИА Новости ესპანეთის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტოს საპოლიციო წყაროებმა დაუდასტურეს, საუბარია ლევან აბულაძეზე, იგივე „ლევან სუხუმსკიზე“, რომელიც ვლადიმირის რაიონული სასამართლოდან გასული წლის დეკემბერში გაიქცა მას შემდეგ, რაც საპირფარეშოში გასვლა ითხოვა.
აბულაძე „დანაშაულებრივ იერარქიაში მაღალი მდგომარეობის“ მუხლით იყო ბრალდებული, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, და სასამართლოს იმ დღეს მისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ ლევან აბულაძე იმ მომენტში დააკავა, როდესაც ის ქვეყანაში ყალბი უკრაინული პასპორტით ცდილობდა შესვლას.
პოლიციის ვარაუდით, „ლევან სუხუმსკი“ ესპანეთიდან თავისი ორგანიზაციის ანონიმურად ხელმძღვანელობას აპირებდა“.
აღინიშნება, რომ გამოძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პოლიციაც.
ყველა ახალი ამბავი
0