კალაძე: თბილისის უბნებში 10-მდე კედელი მოიხატება

© Facebook / Tbilisi MURAL festგრაფიტი Tbilisi MURAL fest–იდან
გრაფიტი Tbilisi MURAL fest–იდან - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისის მერიის ხელშეწყობით დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები რამდენიმე წელია იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისში ქუჩის მხატვრობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა და პოპულარობით სარგებლობს.
გაგოშას გრაფიტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2020
რა დახატა ქართველმა ბენქსიმ: თბილისში კორონავირუსს გრაფიტი მიუძღვნეს
„ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული მოქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფესტივალ Tbilisi MURAL fest-ის ფარგლებში უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს თბილისის უბნებში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.

„წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში – ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ბიზნეს-კომპანიებს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში მსგავს პროექტებში ჩაერთონ, რითიც ქართველი არტისტების საქმიანობას შეუწყობენ ხელს.
კედლის მხატვრობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2019
მსოფლიოს ცნობილი სტრიტ-არტისტები თბილისში ათ კედელს მოხატავენ
თბილისში 2019 წელს ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi MURAL fest ჩატარდა. მაშინ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ხელოვნების ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან El Bocho, Case Maclaim, HRVB და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0