ლავროვი: რუსეთი მზადაა დასავლეთთან თანამშრომლობისთვის

© AP Photoსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი არ ისწრაფვის დასავლეთთან კონფრონტაციისა და იზოლაციისკენ, მზადაა მასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა არა პრინციპით „მასწავლებელი–მოსწავლე“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ არასდროს ვისწრაფოდით არანაირი კონფრონტაციისკენ, მით უმეტეს — თვითიზოლაციისკენ, ღია ვართ თანამშრომლობისთვის დასავლეთის ქვეყნებთან, თუ ისინი მიდგომას შეცვლიან და მასწავლებლის როლში გამოსვლას შეწყვეტენ, რომელმაც ყველაფერი იცის და რომელიც უცოდველია, რუსეთი კი ის მოსწავლეა, რომელიც ვალდებულია საშინაო დავალება შეასრულოს. ასე საუბარი საერთოდ არავისთან არ შეიძლება, მით უმეტეს, რუსეთთან“, — აღნიშნა მინისტრმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთს არ სურს რუსეთთან თანაბარი საუბარი, რაც არის „გზა არსაით“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
რუსეთმა ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარების პირობა დაასახელა
„სახელმწიფოთაშორის დონეზე ჩვენი დასავლელი კოლეგები არ არიან ძალიან მიდრეკილნი, ისაუბრონ ჩვენთან თანაბარი პირობებით და მუდმივად მოითხოვენ ჩვენგან საქციელის შეცვლას, ისეთ ქცევას, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ეს არის გზა არსაით“, — აღნიშნა მან.
ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ღიაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის — ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0