სხვა ქვეყნებში ჩარევა უნდა დამთავრდეს: ლავროვმა ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

© press service MID RF  / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომ დროა შეწყდეს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა, პოზიტიურია, მოსკოვი მიესალმება ასეთ მიდგომას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ძალიან საინტერესო მომენტია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმაც აღნიშნა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც: მათ პრაქტიკულად ერთდროულად, ერთ-ორი დღის განსხვავებით განაცხადეს, რომ დროა შეწყდეს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა მათთვის დასავლური ყაიდის დემოკრატიის თავს მოხვევის მიზნით“, — აღნიშნა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორსო ურთიერთობების ინსტუტუტში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, რუსული მხარე მიესალმება ასეთ განცხადებებს, ვინაიდან მოსკოვი უკვე დიდი ხანია მოუწოდებდა დასავლეთს, გაკვეთილი გამოეტანა ბოლო ათწლეულების ავანტიურებიდან.
„იმედი მაქვს, თუ ეს განცხადებები რთულად მიღებულ დასკვნას ასახავს, რომ ჩვენი პლანეტა მომავალში ოდნავ მშვიდი იქნება“, — თქვა მან.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ლავროვი: რუსეთი მზადაა დასავლეთთან თანამშრომლობისთვის
შეერთებულმა შტატებმა 31 აგვისტოს დაასრულა ავღანეთიდან საკუთარი კონტინგენტის გაყვანა და ოცწლიანი მისია დახურულად გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა ამერიკელებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ-ის წასვლა ავღანეთიდან ნიშნავს სხვა ქვეყნების ძალის გზით გარდაქმნის ეპოქის დასრულებას.
ყველა ახალი ამბავი
0