თბილისში 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცა

© Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ახალაშენებული ბინები დაათვალიერა და სამხედროებს ახალმოსახლეობა მიულოცა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მახათას მთაზე გაშენებულ „ჯარის ქალაქში“ დღეს 500-მდე სამხედრო პირს საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
სამხედროებისთვის ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის. დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ვიცი, რომ გარკვეული შეფერხებაც იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ, და დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები. გილოცავთ ახალმოსახლეობას, კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენ წინაშე, თქვენი ოჯახების წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ქართველ სამხედროებს ბინები ვარკეთილში, „სამხედრო ქალაქში“ ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. უახლოეს პერიოდში მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.
სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„ჯარის ქალაქის“ შენება გრძელდება – ქართველი სამხედროები ბინებს 2022 წელს მიიღებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. მას შემდეგ საცხოვრებელი ფართით 1.562 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა. დღეს კი ბინები კიდევ 485-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0