საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ხვალ ჩატარდება

© The Prosecution Service of Georgiaაუდიტორია
აუდიტორია  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდა.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, ტესტირება 1 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
თუ სწავლის გაგრძელება საქართველოში გსურთ: განათლების სამინისტროს განცხადება
უწყების ცნობით, ტესტირება საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ე.მინდელის ქუჩა N9) 12:00 საათზე დაიწყება, სტუდენტები ადგილზე 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. ტესტირების ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი იქნება. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

„მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0