„სიყვარული შეიქმნა ჩვენთვის...“ – ბათუმელი ულამაზესი წყვილის ფოტოებმა ფურორი მოახდინა

© courtesy of Mariam Shukakidzeმარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.
სოციალური ქსელების, განსაკუთრებით, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
როგორც ცნობილია, დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ზოგჯერ ოჯახისგან შორს უწევს ყოფნა. ამიტომ როცა წყვილი ერთადაა, ოჯახურ ფოტოსესიებს ხშირად აწყობენ.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ხელმომწერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.
მათ, ვინც მოდელის გარეგნობას აკრიტიკებდა, მარიამის მეუღლემ ცოტა ხნის წინ ასეთი პასუხი გასცა: „ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე გარეგნულად, ხოლო გარეგნულად ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი ოდესმე დედამიწაზე მინახავს“.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.
მარიამი შვილების ჩაცმულობას საკუთარს უხამებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ დედას და მის ორ გოგონას ხშირად ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლების აღფრთოვანებას იწვევს.
ცოტა ხნის წინ ქალმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიყვარული მათთვის შეიქმნა. წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყველა ახალი ამბავი
0