„მთავარი საჩუქარი ხარ...“ – ცნობილ მოდელს შეყვარებულმა ფეხბურთელმა სიურპრიზი მოუწყო

© Facebook / Mariam Gvelesianiმარიამ გველესიანი
მარიამ გველესიანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
მარიამ გველესიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი გოგოა „ინსტაგრამ“-სივრცეში. ნახეთ რა სიახლეა მის ცხოვრებაში.
ულამაზესი მოდელი მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 148 ათასი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
როგორც ცნობილია, მარიამი ფეხბურთელ გიორგი პაპავაზეა შეყვარებული. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, თუმცა ისინი შერიგდნენ და ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ.
როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, გიორგი პაპავა მას სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში სწერდა, თუმცა თავად გრძნობები ორი წლის შემდეგ გაუჩნდა.
მარიამი გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად ფოტოებთან ერთად ხელმომწერებს ემოციურ წერილსაც უზიარებს.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დაბადების დღე იყო, იმიტომ რომ ყველაფერი შენ შექმენი. გული სავსე მაქვს სიყვარულით და ბედნიერებით და ეს შენი დამსახურებაა. ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი ხარ! გახსოვდეს, მე შენ მიყვარხარ სამუდამოდ!“ – დაწერა მოდელმა.

როგორც ჩანს, მას გიორგი პაპავამ დაბადების დღეზე მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა და დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. წვეულების ამსახველი ფოტოები და სახალისო ვიდეოები მარიამმა და მისმა მეგობრებმა „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნეს.
ყველა ახალი ამბავი
0