ექიმების წყვილი დაქორწინდა – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა წყვილი

© Facebook / Levan Karazanashviliლევან ქარაზანაშვილი
ლევან ქარაზანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ექიმების წყვილი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
ქართველი კარდიოქირურგი, რომელსაც საზღვარგარეთაც კარგად იცნობენ და უნიკალური ოპერაციებით არის ცნობილი, ლევან ქარაზანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ქეთი ძიგუა გახლავთ, რომელიც ასევე ექიმია.
სოციალურ ქსელში ლევანს ქეთისთან ერთად უამრავი ფოტო თუ ვიდეო უდევს, სადაც ჩანს, როგორი სავსე და გლამურული ცხოვრება აქვს საექიმო წყვილს.
ლევან ქარაზანიშვილი მომხიბვლელ რჩეულთან ერთად ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ ამზადებენ და მიირთმევენ ერთად კერძებს რომანტიკულ გარემოში, სახლში ჭიქა ღვინის თანხლებით.
წყვილი ხშირად გადის ქალაქგარეთ, სხვადასხვა სასტუმროში, აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. ლევან ქარაზანიშვილს რჩეულთან ერთად კლინიკაში, ოპერაციების წინ გადაღებული ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული.
ლევან ქარაზანიშვილი ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანიც გახდა. ახლა ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანია.
ყველა ახალი ამბავი
0