მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცნობი დაავადების აფეთქება ინდოეთში: მიზეზი, შესაძლოა, დენგეს ვირუსი იყოს

© REUTERS / Adnan Abidiნათესავები გარდაცვლილის ცხედართან ინდოეთში
ნათესავები გარდაცვლილის ცხედართან ინდოეთში  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უცნობი ვირუსული ცხელება, რომლის გამოც გასულ კვირაში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში, შესაძლოა დენგეს ვირუსით იყოს გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან, განაცხადა შტატის ჯანდაცვის საკითხთა წარმომადგენელმა ამიტ მოჰან პრასადმა.

„შემთხვევების გამომწვევი მიზეზები ჯერ ისევ დგინდება, მაგრამ სიმპტომებით — ეს დენგეს ცხელებაა. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებს“, — ციტირებს მას Mirror Now.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ბოლო კვირის განმავლობაში 68 ადამიანი დაიღუპა უცნობი ვირუსული ცხელებით, რომელთაგან დაახლოებით 40 ბავშვია.
სასწრაფო დახმარება ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მსოფლიო დღეს
იღუპებიან ბავშვებიც: ინდოეთში უცნობ დაავადებას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა
შტატის ხელისუფლების განკარგულებით, სკოლები 6 სექტემბრამდე დაიკეტა.
არსებული ცნობით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 18 აგვისტოს დაფიქსირდა. დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოება და სისხლში თრომბოციტების შემცირება. ნაწილს კი დაავადება დენგესთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფიქსირდებოდა — მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ლიმფური კვანძების გადიდება.
ხელისუფლების განმარტებით, გადაუღებელი წვიმებითა და სიცხეებით გამოწვეული მაღალი ტენიანობის გამო დაზარალებული რაიონები იდეალური გარემოა ინფექციური დაავადებების გასავრცელებლად, რომლებიც კოღოებს გადააქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0