შეღავათიანი კრედიტები: საქართველო პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ანიჭებს

© Government of Georgiaმზის პანელების ქარხანა ქუთაისში
მზის პანელების ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
საწარმოები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ზრუნავენ, ისარგებლებენ საკრედიტო პროცენტების თანადაფინანსებით და მიიღებენ გრანტებს ინვესტიციების 15%-ის მოცულობით.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. შიდა წარმოების განვითარების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლების პროგრამა საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორშაბათს, სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ახალი კომპონენტები ამოქმედდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას.

„ის საწარმოები, ვინც არის ჩართული საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას, ჩანაცვლებას ემსახურებიან, მიიღებენ ერთდროულად სესხის თანადაფინანსებას“, – განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0