კვირის პროგნოზი: ამინდი თბილისში 30 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
დედაქალაქში კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა იქნება, 35–36 გრადუსს მიაღწევს, მაგრამ უქმეებზე აგრილდება.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. უახლოს დღეებში სინოპტიკოსები თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. კვირის ბოლოს კი ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და შედარებით აგრილდება.
ორშაბათი, 30 აგვისტო: მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 26 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 35 გრადუსამდე.
მზის ამოსვლა – 06:24
მზის ჩასვლა – 18:38 სთ.
ქარის სიჩქარე 7–12 მ/წმ.
სამშაბათი, 31 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 22 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 35 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:25 სთ.
მზის ჩასვლა – 19:36 სთ.
ქარის სიჩქარე – 8–13 მ/წმ.
ოთხშაბათი, 1 სექტემბერი: ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 23 გრადუსი, დღისით – 36 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:26 სთ.
მზის ჩასვლა – 19:35 სთ.
ქარის სიჩქარე – 10–15 მ/წმ.
ხუთშაბათი, 2 სექტემბერი: მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ზოგან მცირე მოღრუბლულობა.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 24 გრადუსი, დღისით – 35 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:27 სთ.
მზის ჩასვლა – 19:33 სთ.
ქარის სიჩქარე – 10–15 მ/წმ.
პარასკევი, 3 სექტემბერი: უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შედარებით აგრილდება.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 21 გრადუსი, დღისით – 27 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:28 სთ.
მზის ჩასვლა – 19:31 სთ.
იქროლებს სუსტი ქარი
შაბათი, 4 სექტემბერი: მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 16 გრადუსი, დღისით – 26 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:29 სთ.
მზის ჩასვლა – 19:30 სთ.
ქარის სიჩქარე – 10–15 მ/წმ.
კვირა, 5 სექტემბერი: მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 15 გრადუსი, დღისით – 24 გრადუსი.
მზის ამოსვლა – 06:30 სთ.
მზის ჩასვლა – 19:28 სთ.
ქარის სიჩქარე – 10–15 მ/წმ.
ყველა ახალი ამბავი
0