ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე პირველი მეტოქის ვინაობა შეიტყო

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გამოწერა
წლევანდელი US Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 27 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP რეიტინგში 39-ე ნომერი) აშშ-ს ღია პირველობის (US Open) „დიდი სლემის“ ტურნირის პირველ წრეში აშშ-ს წარმომადგენელ სებასტიან კორდას (45) დაუპირისპირდება. ტურნირი 30 აგვისტოს იწყება.
მომავალი მატჩი იქნება პირველი მეტოქეთა შორის დაპირისპირების ისტორიაში. შეხვედრა გაიმართება 30 აგვისტოს და დაიწყება თბილისის დროით 19:00 საათზე.
ორივე ჩოგბურთელმა გამოტოვა „უინსტონ-სალემის“ ტურნირი, რათა უკეთ მომზადებულიყო US Open-ისთვის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს
შარშანდელი US Open ბასილაშვილმა დაასრულა პირველ წრეშივე და ავსტრალიის წარმომადგენელ ჯონ მილმანთან სამ სეტში წააგო - 1:6, 4:6, 4:6.
ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა Flushing Meadows–ის კორტებზე არის მეოთხე რაუნდში გასვლა 2018 წელს. შემდეგ ის დამარცხდა ესპანელ რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში - 3:6, 3:6, 7:6, 4:6.
წლევანდელი US Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 27 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია ავსტრიელი დომინიკ ტიმი.
ყველა ახალი ამბავი
0