პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა

© Pixabay / ErikaWittlieb ციხე
 ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც 28 აგვისტოს აღინიშნება
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის პრეს–ცენტრის ცნობით, მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 28 ივნისს გამოსცა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
ზურაბიშვილი: აცრის გაკეთება პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე 2 ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა, რა დროსაც რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
ყველა ახალი ამბავი
0